"ვითომ 4 დღე იყო მანქანა და ვერ ნახეს?... სინათლე რომ ჩაქრა სოფლებში, მაშინ მოიტანეს მანქანა“ - ჯუმბერ ბაჩალიაშვილი

გამოქვეყნდა:

თამარ ბაჩალიაშვილის მამა, ქვემო ქართლის პოლიციის მიმართ უნდობლობაზე საუბრობს. ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა, რომელიც ახლა თეთრიწყაროს ტყეში, საგამოძიებო ექსპერიმენტს ესწრება, ამბობს, რომ პოლიციის მაღალჩინოსნები დანაშაულს ხელს აფარებდნენ. მისივე თქმით, ახლა ის გენერალური პროკურატურის გამოძიებას ენდობა.

"ვითომ 4 დღე იყო მანქანა და ვერ ნახეს? ხედავთ რამდენი ხალხი დადის, გავჩერდეთ 2 საათი და ნახავთ რამდენი მანქანა გაივლის. ეჭვი იმ დღიდან გამიჩნდა, როდესაც ტერიტორია ვნახე, უბრალოდ აქამდე ხელს აფარებდნენ. აფციაურით დაწყებული ბაჭულაშვილით დამთავრებული... სინათლე რომ ჩაქრა სოფლებში, მაშინ მოიტანეს მანქანა“ - ამბობს ბაჩალიაშვილი.

საქმის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის ინფორმაციით, დღევანდელი ექსპერიმენტის დროს ავტომანქანაში ტემპერატურას გაზომავენ. ადვოკატს ეჭვებს სწორედ ხუთდღიანი ძებნის შემდეგ აღმოჩენილ მანქანაში არსებული ტემპერატურა უჩენს

ექსპერიმენტში გამოიყენებენ გარდაცვლილი პროგრამისტის მანქანის მსგავს ავტომობილს, რომელიც იმ მარშრუტს გაივლის, რომელიც საქმის მასალების მიხედვით, ბაჩალიაშვილმა გაიარა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი