რუსი ალპინისტი ნადეჟდა ოლენევა ჰიმალაის მთებში დაიღუპა

გამოქვეყნდა:

რუსი ალპინისტი ნადეჟდა ოლენევა ჰიმალაის მთებში დაიღუპა. რუსული მედიის ცნობით, შემთხვევა 14 ოქტომბერს, 6 680 მეტრის სიმაღლეზე მოხდა, როცა ოლენევა კოლეგებთან ერთად მწვერვალ დხაულაგირის დალაშქვრას ცდილობდა. ის 500 მეტრის სიღრმის ნაპრალში ჩავარდა. 

"სხეული ნაპოვნია. ახლა ტრანსპორტირების საკითხს ვარკვევთ, იმიტომ რომ იქ ვერტმფრენის დასმა შეუძლებელია", - თქვა რუსეთის ალპინიზმის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი