ისრაელის არმიის ცნობით, ღაზის ჩრდილოეთი დატოვა ნახევარმა მილიონმა ადამიანმა

გამოქვეყნდა:

ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ დაახლოებით ნახევარმა მილიონი ადამიანმა დატოვა ჩრდილოეთი ღაზა და გადავიდა სამხრეთისაკენ, პარასკევს ისრაელის მიერ ევაკუაციის მოწოდების შემდეგ. ეს ჩრდილოეთ ღაზის მოსახლეობის დაახლოებით ნახევარია. 

ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) ომის შემდეგი ეტაპისთვის ემზადება, რომლის დროსაც იქნება უფრო მეტი დარტყმა და "მნიშვნელოვანი სახმელეთო ოპერაციები". სამხრეთ ღაზა იბრძვის ხალხის ნაკადის დასაკმაყოფილებლად. თავშესაფრები გადატვირთულია და ტერიტორია საკვების, წყლისა და საწვავის დეფიციტს განიცდის.

IDF-ს სპიკერმა თქვა, რომ ისრაელმა "გახსნა ონკანები" თავის მხარეს, რათა წყალი შევიდეს სამხრეთ ღაზაში, მაგრამ თქვა, რომ არ აქვთ ხილვადობა, რამდენად რეალურად მიედინება წყალი იქ, სადაც უნდა მიდიოდეს.

პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, 2600-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა ისრაელის მიერ "ჰამასის" შეტევაზე საპასუხო დარტყმებით. ისრაელის ცნობით, "ჰამასის" თავდასხმის შედეგად 1 400 ადამიანი დაიღუპა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი