
რუსი ოკუპანტები პოლტავის ოლქს თავს დაესხნენ. წინასწარი ინფორმაციით, დაშავდა სამი ადამიანი, მათ შორის 10 წლის ბავშვი.
როგორც ოლქის ხელმძღვანელმა, ფილიპ პრონინიმ განაცხადა, ყველა მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
"ღამით მტერი რაკეტებითა და დრონებით თავს დაესხა პოლტავის რეგიონს. აფეთქების ხმები ისმოდა მიროროდის რაიონში. სამოქალაქო და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმები არ ყოფილა. თუმცა, რაკეტის ფრაგმენტებმა რამდენიმე კერძო სახლი დააზიანა", - აღნიშნა ოლქის ხელმძღვანელმა.