მთავრობის ცნობით, პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის ელჩს საქართველოში, ჰადას მეიცადს შეხვდა. პრესსამსახური ამბობს, რომ შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო ისრაელში განვითარებულ მოვლენებს.
"შეხვედრისას ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მთავრობა გმობს ისრაელის სახელმწიფოსა და მოქალაქეებზე განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას", - წერია განცხადებაში.
დიპლომატმა მთავრობის მეთაურს ისრაელში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით უახლესი ინფორმაცია მიაწოდა. მთავრობის ცნობით, ღარიბაშვილმა მწუხარება გამოთქვა დაღუპულთა გამო და ელჩს მთავრობის სახელით კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.