ისრაელი აცხადებს, რომ ღაზაში მძევლად 199 ადამიანია აყვანილი

გამოქვეყნდა:

ორშაბათს ისრაელის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ღაზაში მძევლად სულ მცირე 199 ადამიანია აყვანილი. აქამდე ცნობილი იყო დაახლოებით 155 მძევალზე.

ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ 199-ვე მძევლის ოჯახი ინფორმირებულია.

მისივე თქმით, სამხედროებს აქვთ გარკვეული ინფორმაცია "ჰამასის" მიერ ღაზის სექტორში მძევლების ადგილსამყოფელის შესახებ. 

"ჩვენ ვცდილობთ გავიგოთ სად არიან მძევლები ღაზაში და გვაქვს ასეთი ინფორმაცია. ჩვენ არ განვახორციელებთ თავდასხმას, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ჩვენს ხალხს", - თქვა მან პრესკონფერენციაზე.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი