„როგორ მაგრადაც დარბიხართ, ისე მაგრად თუ იცით ცურვა?...უკვე დამკაში იქნება გასული“ - ამირხანშვილის ახალი ჩვენება 

გამოქვეყნდა:

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეში, საქმის მთავარი მოწმის, გური ამირხანაშვილის ბოლო ჩვენება, გამოჩნდა, რომელიც 2 აგვისტოთი თარიღდება. ჩევენბას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს და მასში ამირხანაშვილი ტრაგიკული ღამის ახალ დეტალებს იხსენებს. ის წერს "ტოიოტა ქამრიდან" გადმოსულ მდევრებზე და ამბობს, რომ ხიდზე მყოფებს ვახტანგ ჩიქოვანი და 2 არასრულწლოვანი - ა.ქ. და ზ.ხ. მისდევდნენ:

კიდევ ერთი ეპიზოდი, რომელზეც ამირხანაშვილი ჩვენებაში წერს, "ტოიტა ქამრით" მგზავრობის ეპიზოდია და ის იმ დიალოგს იხსენებს, რომელიც მასა და არჩილ გაგნიძეს შორის შედგა:

არჩილ გაგნიძემ რამდენჯერმე მკითხა, თუ საიდან იცოდა გიორგი შაქარაშვილმა ასეთი სწრაფი სირბილი, რომელსაც ვუთხარი, რომ მეც და გიორგი შაქარაშვილიც ბავშვობიდან ვიყავით ფეხბურთელები. რაზეც ასევე მკითხა, „როგორ მაგრადაც დარბიხართ, ისე მაგრად თუ იცით ცურვა?“. აღნიშნული შეკითხვისთვის მაშინ ყურადღება არ მიმიქცევია, იმ მომენტში ვერაფერთან დავაკავშირე, რადგან ვიყავი აღელვებული და ვნერვიულობდი ჩემ მეგობარ გიორგი შაქარაშვილზე. ასევე მგზავრობისას, როგორც მახსოვს, უკან მჯდომმა ერთ-ერთმა პირმა ახსენა შემდეგი შინაარსის სიტყვები, „რომ დავადეთ, უკვე დამკაში იქნება გასული“, ვის გულისხმობდა ის, არ ვიცი“ ამბობს ამირხანაშვილი ჩვენებაში.

შეგახსენებთ, რომ "მთავარმა არხმა" ექსკლუზიურად მოიპოვა ტელეფონი, რომლითაც ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ამირხანაშვილი სარგებლობდა და ამ ტელეფონით ის მხოლოდ ოპერატიულ თანამშრომლებს ეკონტაქტებოდა. 

"საიდუმლო ტელეფონთან" დაკავშირებით, რომელიც არაერთ მიმოწერას ინახავს, შსს-მ გამოკითხვაზე დაიბარა "მთავარი არხის" ჟურნალისტი გიგლა თუმანიშვილი, რომელიც უწყებაში დღეს, 13 საათზე უნდა მივიდეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი