"თუ კონსტიტუციის ერთგულება სანქციებს იმსახურებს, მაშინ ცუდად ყოფილა მთელი ევროპის საქმე" | ევა გოცირიძე

გამოქვეყნდა:

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე, ევა გოცირიძე ამტკიცებს, რომ სასამართლომ სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევა კონსტიტუციის სრული გათვალისწინებით დააადგინა.

გარდა ამისა, როგორც გოცირიძე ამბობს, ზურაბიშვილი ვალდებულია კონსტიტუციით გათვალისწინებულ ნორმებს დაექვემდებაროს.

"მე მიმაჩნია, რომ თუკი საქართველო მოახდენს კონსტიტუციის უგულებელყოფას, სამართლის პრინციპის უგულებელყოფას და მიუშვებს თავის ნებაზე იმას, რომ თანამდებობის პირებმა, კონსტიტუციით მათთვის მკაცრად განსაზღვრული უფლებამოსილების გადაცილებით, თვითნებურად იმოქმედონ, მაშინ ჩვენი ადგილი მართლა არ ყოფილა ევროპის კავშირში. ჩვენმა საკონსტიტუციო სასამართლომ კი არ დაადგინა, დარჩა იმ პრინციპის ერთგული, რომ არავინ დგას კანონზე მაღლა. თუ კონსტიტუციის ერთგულება სანქციებს იმსახურებს მაშინ ცუდად ყოფნა მთელი ევროპის საქმე", - ამბობს ევა  გოცირიძე.

 შეგახსენებთ, რომ დღეს, 16 ოქტომბერს, საკონსტიტუციო სასამართლომ სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა. 9 მოსამართლიდან გადაწყვეტილებაზე განსხვავებული პოზიცია ჰქონდათ -  ირინე იმერლიშვილს, გიორგი კვერენჩხილაძესა და თეიმურაზ ტუღუშს. დასკვნა საბოლოოა და გასაჩივრებას, ან გადასინჯვას არ ექვემდებარება. 

რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლებს, მათი თქმით, სასამართლომ ერთი-ერთში გაიზიარა კონსტიტუციური წარდგინების ავტორების მოსაზრებები და აღნიშნულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმებია. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი