ბოლო ნაბიჯი იმპიჩმენტამდე - სალომე ზურაბიშვილის სახლში გასაშვებად ახლა "ქართულ ოცნებას" პარლამენტში 100 ხმა ჭირდება. ამის შემდეგ პრეზიდენტის იმპიჩმენტი ოფიციალურად გაფორმდება და საქართველოს პრეზიდენტი თანამდებობიდან გადაყენებულად ჩაითვლება.
შეძლებს თუ არა მმართველი პარტია ამ ხმების შეგროვებას - პირველივე დღიდან "ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ცდილობდა ამ საკითხის გარშემო ინტრიგა არ შეექმნა. ოფიციალურად, მმართველ პარტიას პარლამნეტში 88 დეპუტატი ჰყავს. საჯაროდ შესაძლოა კიდევ სამმა პარლამენტარმა დაუჭიროს მხარი იმპიჩმენტს - მაგრამ აქვს თუ არა კობახიძეს სათადარიგო გეგმა და დამატებით 9-10 ხმის მიღების შესაძლებლობა?