მიმდინარე კვირაში პარლამენტში სუს-ის ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის ანგარიშს მოუსმენენ. ამის შესახებ "ქართული ოცნების" ოფისში მიმდინარე ბრიფინგზე მამუკა მდინარაძემ თქვა.
მისივე ინფორმაციით, დეპუტატები ამავე კვირაში ასევე მოისმენენ სახალხო დამცველის ანგარიშს, მათ წინაშე "მინისტრის საათის" ფარგლებში თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, ინტერპელაციის ფარგლებში კი საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი წარდგება.
მდინარაძის ცნობით, მიმდინარე სასესიო კვირაში პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე იმსჯელებენ.