ბრიუსელში, სავარაუდო თავდამსხმელი ლიკვიდირებულია

გამოქვეყნდა:

ბრიუსელის პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა სავარაუდო ტერორისტს, რომელმაც ბელგიის დედაქალაქში ორი ადამიანი მოკლა. როგორც ბი-ბი-სი იუწყება, ოფიციალურად ჯერ მისი ვინაობა არ დადასტურებულა, თუმცა სამართალდამცავებმა მას აღმოუჩინეს ზუსტად იმ ტიპის იარაღი, რომლითაც თავდამსხმელი მოქმედებდა. ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაცია ასევე იტყობინება, რომ ეჭვმიტანილი საავადმყოფოსკენ მიმავალ გზაზე გარდაიცვალა. ბრიუსელის ცენტრში სროლა გუშინ გვიან ღამით მოხდა და შედეგად შვედეთის ორი მოქალაქე დაიღუპა. შეიარაღებულმა თავდამსხმელმა მოგვიანებით სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ამტკიცებდა, რომ ISIS-ის წევრია და „მუსლიმებისთვის შურს იძიებს“.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი