IDF-ის [ისრაელის თავდაცვის ძალები] ინფორმაციით, ლიკვიდირებულია კიდევ 4 ტერორისტი, რომლებიც ლიბანიდან ისრაელის ტერიტორიაზე, ტერორისტული თავდასხმისთვის შესვლას გეგმავდნენ.
IDF-ის ცნობით, ტერორისტები ლიბანიდან საზღვრის კვეთას და ასაფეთქებელი მოწყობილობის დადგმას ჩრდილოეთ თემთან ჰანიტასთან ახლოს გეგმავდნენ. ისრაელის არმიამ ტერორისტები დრონის საშუალებით გაანეიტრალა.
ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციით კი, ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით ტანკსაწინააღმდეგო მართვადი სარაკეტო სისტემებიდან მიიტანეს იერიში. დაშავებულია სამი ადამიანი.