"გვეტყობა ჩვენ, რომ ან ვნერვიულობთ ან გვეშინია ვინმეს ოპოზიციონერობის?...მე შევახსენებ ყველას, რომ სალომე ზურაბიშვილს ჰქონდა 1%-იანი რეიტინგი, როცა იყო ოპოზიციაში. 1%-იანი რეიტინგი ჰქონდა. "ქართულმა ოცნებამ" მოიყვანა ეს ადამიანი და დასვა პრეზიდენტად, "ქართული ოცნების" რეიტინგის დამსახურებით."
ასე პასუხობს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტების კითხვას - ელოდება თუ არა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ოპოზიციაში წასვლას.