სამხრეთ კორეაში ვარაუდობენ, რომ ჰამასმა ისრაელზე თავდასხმისთვის ჩრდილოეთ კორეის შეიარაღება გამოიყენა

გამოქვეყნდა:

სამხრეთ კორეის სამხედრო უწყებაში არ გამორიცხავენ, რომ ჰამასმა ისრაელზე თავდასხმისთვის, ჩრდილოეთ კორეის შეიარაღება - რაკეტები და 122 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები გამოიყენა.

სამხრეთ კორეაში ეს ვარაუდი მედიაში გავრცელებული ფოტოებისა და ვიდეოების ანალიზის საფუძველზე გამოთქვეს. სამხედროების განცხადებით, მათ შეძლეს ჩრდილოეთ კორეის წარმოების სხვადასხვა იარაღის იდენტიფიცირება. 

კიმ ჩენ ინის რეჟიმი ადრეც იყო დაკავშირებული ახლო აღმოსავლეთში იარაღის გარიგებებთან, განსაკუთრებით ირანთან და სირიასთან. ფხენიანის სახელმწიფო მედიამ კი მხარდაჭერა გამოუცხადა ჰამასს, ხოლო ისრაელის პასუხს "დანაშაულებრივ ქმედებები" უწოდა.

შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და მას ოპერაცია "ალ-აკსას შტორმი" უწოდა.

სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი