„არ მივიღებთ ლტოლვილებს იორდანიაში და არც ეგვიპტეში" - განაცხადა იორდანიის მეფე აბდულა II-მ ბერლინში, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
აბდულა II ამბობს, რომ ახლო აღმოსავლეთში მძიმე ვითარება შეიქმნება, თუ ისრაელსა და ჰამასს შორის კონფლიქტი სხვა ქვეყნებში გავრცელდება - "მთელი რეგიონი უფსკრულის პირასაა", - ამბობს აბდულა.
პარალელურად, ოლაფ შოლცი აფრთხილებს ჰეზბოლასა და ირანს, არ ჩაერიონ ამ კონფლიქტში - „პირდაპირ ვაფრთხილებ „ჰეზბოლას“ და ირანს, არ ჩაერიონ ამ კონფლიქტში" - თქვა ოლაფ შოლცმა.
შოლცი დღეს ისრაელში ჩასვლას გეგმავს. კანცლერი პრემიერ ნეთანიაჰუსა და ომის მთავრობის კაბინეტის წევრებს შეხვდება.