ყაზახი უფლებადამცველი საქართველოში არ შემოუშვეს

გამოქვეყნდა:

ყაზახი უფლებადამცველი, დინა სმილოვა საქართველოში არ შემოუშვეს. ის აქ ბოლო ორი წლის განმავლობაში ცხოვრობდა. 

სმილოვა არის ფონდ NeMolchi.kz-ის (ნუ დუმხარ) ხელმძღვანელი. ფონდი იცავს ქალთა, მათ შორის ძალადობის მსხვერპლთა უფლებებს, წელს ის ოფიციალურად დარეგისტრირდა საქართველოშიც. 

ქალი Current Times-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ 24 სექტემბერს ის და მისი მეუღლე თურქეთში გაემგზავრნენ ერთ-ერთი კლიენტის დასახმარებლად. სამი დღის შემდეგ ისინი უკან დაბრუნდნე, თუმცა ფონდის ხელმძღვანელი საქართველოში აღარ შემოუშვეს.

"მე ვამბობ: კარგი, ამიხსენით მაინც, რატომ ვდგავარ აქ? ისინი ამბობენ: მოიცადეთ, მოვლენ თქვენთან. ვდგავარ ერთი საათი, კიდევ რამდენიმე ხანი, აღარ ვიცი და ბოლოს ოფიცრები გამოვიდნენ ჩემთან და მეუბნებიან: "თქვენ ახლა ანტალიაში ბრუნდებით", - ყვება სმილოვა.

გამოცემა "ბუმაგის" ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ მიმდინარე წლის დასაწყისიდან საქართველოში შესვლაზე უარი უთხრეს რუსული ფონდის - Насилию.нет-ის დამფუძნებელს, ანა რივინას და პორტალის, Arzamas-ის მთავარ რედაქტორს, ფილიპ ძიადკოს. ორივე მათგანი ქვეყანაში დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში ცხოვრობდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი