არ ვიცი, ვინ შეიძლება იყოს ჩვენი ისეთი მხარდამჭერი, როგორიცაა ვიქტორ ორბანი | კალაძე

გამოქვეყნდა:

კახა კალაძე უნგრეთის პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის საქართველოში ვიზიტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საქართველოს უნგრეთის მსგავსად, ბევრი ისეთი მეგობარი უნდა ჰყავდეს, რომელიც ღიად განაცხადებს, რომ ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის წევრობის სტატუსს იმსახურებდა.

„არ ვიცი, ვინ შეიძლება იყოს ჩვენი ისეთი მხარდამჭერი, როგორიცაა ვიქტორ ორბანი და მისი მთავრობაა, რომ ჩვენმა ქვეყანამ მიიღოს სტატუსი. რეალურად რომ შევხედოთ, თუ ვინმე აღნიშნულ სტატუსს იმსახურებდა ეს ჩვენი ქვეყანა იყო. ბევრს, განსაკუთრებით აგენტებს, არ სიამოვნებს, რომ ეს ადამიანები სიმართლეს ლაპარაკობენ, იყენებენ ევროპარლამენტის შესაბამის ტრიბუნას და ამბობენ - საქართველო იმსახურებდა სტატუსს, საქართველოსთან მიმართებით მოვიქეცით უსამართლოდ. ასეთი ვიზიტები მნიშვნელოვანია და ბევრი ასეთი მეგობარი უნდა გავიჩინოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, ორბანი სამდღიანი ვიზიტით საქართველოში გასულ კვირას, 10-12 ოქტომბერს იმყოფებოდა. დღეს კი ის ჩინეთში იმყოფება, სადაც ცოტა ხნის წინ, პუტინს შეხვდა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი