
პუტინის გარდა, უნგრეთის პრემიერი პეკინში, ჩინეთის პრეზიდენტსაც შეხვდა და უნგრეთ-ჩინეთის ურთიერთობების განმტკიცებაზე ისაუბრა:
"შეხვედრა პრეზიდენტ სისთან პეკინში. დაკავშირება კავშირების გაწყვეტის ნაცვლად: ეს არის უნგრული მოდელი. ჩვენი მიზანია უნგრეთ-ჩინეთის ურთიერთობების განმტკიცება. ეს კარგია უნგრეთისთვის და კარგია ევროპის ეკონომიკისთვის." წერს ორბანი ტვიტერზე სი ძინპინთან შეხვედრის შემდეგ.