არანაირი გავლენის ქვეშ არ ვყოფილვარ არასოდეს და არც ახლა ვარ | კვერენჩხილაძე

გამოქვეყნდა:

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძე ამბობს, რომ არასდროს არანაირი გავლენის ქვეშ არ ყოფილა. ის ერთ-ერთია იმ სამ მოსამართლეს შორის, რომლებმაც პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრება დააფიქსირეს.

"არ დავეთანხმეთ ძირითად დასკვნას, სადაც წერია, რომ დაარღვია. [განსხვავებული აზრის საფუძველი] გახდა ის სამართლებრივი შეხედულებები, რაც ჩვენ, ამ შემთხვევაში, გაგვაჩნია ამ საკითხთან დაკავშირებით. მე არანაირი საფრთხე არ მქონდა, არანაირი არც გავლენის ქვეშ არ ვყოფილვარ არასოდეს და არც ეხლა ვარ, არანაირ გავლენას არ ვგრძნობ მე არასოდეს. ესაა ჩემი პოზიცია, რასაც მე ხელს ვაწერ და დანარჩენი კიდევ ერთხელ, სრული თავისუფლება აქვთ ადამიანებს ისაუბრონ ის, რაც მათ მიაჩნიათ მათ პოზიციად და გამოხატონ ეს თავისუფლად," - განაცხადა კვერენჩხილაძემ. 

შეგახსენებთ, გუშინ, 16 ოქტომბერს, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა დაადგინა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის კონსტიტუცია დაარღვია. სასამართლოს დასკვნაზე სამ მოსამართლეს - ირინა იმერლიშვილის, გიორგი კვერენჩხილაძესა და თეიმურაზ ტუღუშს - განსხვავებული აზრი ჰქონდათ და ის დღეს გამოქვეყნდა.

ამავე თემაზე ნახეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი