ბრალდებულ ექსპერტს კვლავ მიუწვდება ხელი მონაცემებზე და შესაძლოა გაგრძელდეს ნივთმტკიცებების დაზიანება | 12 წლის ანას დედა

გამოქვეყნდა:

12 წლის ანა იანუშაიტიტეს დედა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტის დაკავებას ითხოვს და ამბობს, რომ ამ ადამიანს ამ დრომდე აქვს წვდომა გარკვეულ მონაცემებთან და არ არის გამორიცხული კიდევ დააზიანოს ნივთმტკიცებები: 

"მას კვლავ მიუწვდება რაღაც მონაცემებზე ხელი და შესაძლოა კიდევ გაგრძელდეს ნივთმტკიცებების დაზიანება. არც თანამდებობას ჩამოშორებია, აგრძელებს ბედნიერად მოღვაწეობას, რაც კატეგორიულად არ მიმაჩნია სწორად. ვითხოვ, 100%-ით უნდა იყოს დაკავებული, პასუხი უნდა აგოს ამდენ დაზიანებაზე, რომელიც მან მიაყენა იმ ღამეს ნივთმტკიცებებს. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ ჩვენ გვჭირდება FBI-სთვის თხოვნა, რომ შეამოწმოს ნივთმტკიცებები და ამოიღოს დნმ" ამბობს ნატო ხუტაშვილი

"უფლებები საქართველოს" ცნობით, დიდ დიღომში 12 წლის ანას გარდაცვალების საქმეში, საკვანძო მნიშვნელობის მტკიცებულებების დაზიანების ფაქტზე, სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტს დღეს, სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამსახურებრივი გულგრილობა), ბრალი წარედგინა.

ორგანიზაციის იურისტები მიიჩნევენ, რომ საქმის კვალიფიკაცია უნდა შეიცვალოს და ბრალი უნდა დამძიმდეს.

უფლებადამცველების ინფორმაციით, ბრალდებულის აღკვეთზე სასამართლო ხვალ იმსჯელებს, თუმცა პროკურატურა მისთვის პატიმრობის შეფარდების მოთხოვნას არ აპირებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი