​აშშ-ში ადასტურებენ, რომ დაპირებული 31-ვე Abrams-ის ტანკი უკრაინაშია | VOA

გამოქვეყნდა:

აშშ-ის შეიარაღებული ძალები "ამერიკის ხმასთან" ადასტურებენ, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ კიევისთვის დაპირებული 31-ვე M1A1 Abrams-ის ტიპის ტანკი უკრაინაშია. 

აშშ-ის ევროპისა და აფრიკის ძალების სპიკერის, მარტიმ ო'დონელის თქმით, უკრაინელი სამხედროები, რომელთა გადამზადებაც გერმანიაში ხდებოდა, უკრაინაში უკვე დაბრუნდნენ. 

"ჩვენ შევასრულეთ ჩვენი დაპირება. ახლა მათი [უკრაინა] გადასაწყვეტია, როდის და როგორ გამოიყენებენ ამ შესაძლებლობებს," - თქვა მან.

შეგახსენებთ, 19 სექტემბერს აშშ-ს თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ უკრაინა M1 Abrams-ის ტიპის ტანკებს მიიღებდა. "რამშტეინის" ფორმატი რიგით მე-15 შეხვედრისას ოსტინმა კიდევ ერთხელ დადო პირობა, რომ პარტნიორები უკრაინის გვერდით იქნებიან მანამ, სანამ საჭირო იქნება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი