აშშ-მა უკრაინის ენერგეტიკული სისტემისთვის 522 მილიონი დოლარი გამოყო | შმიგალი

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრემიერ-მინისტრის, დენის შმიგალის ინფორმაციით, აშშ-მა უკრაინის ენერგეტიკული სისტემისთვის 522 მილიონი დოლარი გამოყო. თანხები მოხმარდება ენერგეტიკული აღჭურვილობის შეძენასა და უკრაინის ენერგეტიკული სისტემის დაცავას, რომელიც ზამთრის პერიოდში, რუსეთის თავდასხმის მთავარი სამიზნეა უკრაინაში

„რთული ზამთრის ზღვარზე ვართ. ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერის წყალობით, ჩვენ ერთად ვიმუშავეთ ბოლო, ყველაზე რთული გათბობის სეზონის განმავლობაში ჩვენს ისტორიაში. ამ ზამთარს გვაქვს არა მხოლოდ ფინანსური მხარდაჭერა, არამედ ენერგიის აღდგენაც“, - განაცხადა შმიგალმა.

პრემიერის თქმით, უკრაინა თითქმის 100 პროცენტით მზად არის გათბობის სეზონისთვის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი