შეიძლება არ ჰქონდეს ზღვარი, რომ განვასხვაოთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულები, სხვისგან | ბურჭულაძე უკრაინაში დაღუპულების ძმათა სასაფლაოზე დაკრძალვაზე

გამოქვეყნდა:

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს თავდაცვის სამინისტრო სამხედრო პატივით კრძალავს, თუმცა მათი დასაფლავება ძმათა სასაფლაოზე კანონმდებლობაში ცვლილებებს ითვალისწინებს, რაც თავდაცვის სამინისტროს კომპეტენცია არ არის:

"ჩვენ ავიღეთ ჩვენ თავზე ეს საკითხი და პატივით ვკრძალავთ მათ და ის, რომ კანონმდებლობაში ცვლილებაა შესატანი და შეიძლება კიდევ უფრო მეტი პატივი მივაგოთ, ეს ერთის მხრივ სცდება ჩვენს კომპეტენციას და მეორეს მხრივ, შეიძლება ამას არ ჰქონდეს რაღაც ზღვარი, რომ განვასხვაოთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულები, სხვისგან. თხოვნა, რაც ჩვენ გვქონდა მათი ოჯახის წევრებისგან, ვთვლით, რომ შევასრულეთ და არც ერთი შემთხვევა არ დაგვიტოვებია სამხედრო პატივით დაკრძალვის გარეშე" თქვა ბურჭულაძემ.  

ბურჭულაძე პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში იმყოფება. დეპუტატმა ნიკა მაჭუტაძემ მას ჰკითხა, რატომ არ კრძალავენ უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს ძმათა სასაფლაოზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი