პოლონეთის ოპოზიცია კოალიციურ მთავრობას ჩამოაყალიბებს | ცესკომ არჩევნების შედეგები გამოაქვეყნა

გამოქვეყნდა:

პოლონეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა, რამაც დაადასტურა ეგზიტპოლების შედეგები: ოპოზიციური პარტიები საკმარის ხმებს აგროვებენ იმისთვის, რომ მმართველ პარტიას „კანონი და სამართლიანობა“ უმრავლესობა წაართვან და კოალიციური მთავრობა ჩამოაყალიბონ.

არჩევნების საბოლოო შედეგები კი ასეთია:

  • კანონი და სამართლიანობა (PiS): 35.4%
  • სამოქალაქო კოალიცია (KO): 30.7%
  • მესამე გზა: 14.4%
  • მარცხენა (ლევიკა): 8.6%

აქტივობა არჩევნებში რეკორდული იყო - კენჭისყრაში მონაწილეობა ამომრჩევლების თითქმის 75%-მა მიიღო და მმართველმა პარტიამ ისევ ყველაზე მეტი ხმა დააგროვა, თუმცა არასაკმარისი იმისთვის, რომ მთავრობის ფორმირება შეძლოს. „კანონი და სამართლიანობა“ პოლონეთს 2015 წლიდან ედგა სათავეში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი