პოლიტიკური შურისძიება თუ საიდუმლო ჩანაფიქრი - "ქართული ოცნება" ამტკიცებს, რომ იმპიჩმენტისთვის ხმები არ ჰყოფნის, მაგრამ პროცესს სრული სიმძლავრით განაგრძობს. სალომე ზურაბიშვილის არაერთი განცხადება არის კიდევ ერთი მტკიცებულება, რომ არ არის გამორიცხული, ხვალ სხდომათა დარბაზში მოულოდნელად იმპიჩმენტის ასი მომხრე აღმოჩნდეს.
სხდომის დაწყებამდე საათებით ადრე მხარეები ისევ ითვლიან მხარდამჭერებს და ოპოზიციის წევრებს შორის პრეზიდენტის წინააღმდეგ ხმის მიმცემების ამოცნობას ცდილობენ. ხელისუფლების ოპონენტების დიდი ნაწილი კონკრეტული სქემით აპირებს მოქმედებას და დარბაზში საერთოდ არ შევა, მაგრამ ამ გეგმას ყველა არ ემხრობა.