"მონების რეესტრი" ამოქმედდა. "გირჩი მეტი თავისუფლება" და "დროა" იმ ადამიანების სიას აქვეყნებენ რომლებიც "ქართულ ოცნებას" რეჟიმის გამყარებაში ეხმარებიან. ამ ეტაპზე მხილებულია და Mona.ge-ის სიაში ფიგურირებს 8 პირი, ყველა მათგან სხვადასხვა სფეროში "ქართული ოცნების" დავალებით მოქმედებს და ქვეყნის წინსვლას აფერხებს. სია საბოლოო არ არის და ის კვირაში ერთხელ განახლდება. ინფორმაცია ყველა იმ ადამიანის შესახებ, ვინც მონების რეესტრში მოხვდება, საერთაშორისო თანამეგობრობასაც გადაეგზავნება.