პარლამენტში ხვალ უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს. ცნობილია, რომ შენობაში ვიზიტორების შესვლა იზღუდება.
მიმდინარე წლის 18 ოქტომბერს „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შეესაბამისად, საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე - ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა. შეზღუდვა არ შეეხება მედია საშუალებების წარმომადგენლებს. აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა, - წერია პრესსამსახურის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ხვალ, 18 ოქტომბერს პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტზე უნდა იმსჯელონ.