თავდაცვის მინისტრის არარიტორიკული ფრაზა, რომელიც "ქართული ოცნების" რუსულ პოლიტიკაზე კითხვებს ამწვავებს. "დღევანდელი მტერი ხვალ შეიძლება მოყვარე გახდეს" - ეს სიტყვები ჯუანშერ ბურჭულაძემ საპარლამეტო ტრიბუნიდან, მინისტრის საათის ფარგლებში წარმოთქვა. ოპოზიციას, რომელსაც ისედაც ბევრი შეკითხვა ჰქონდა თავდაცვის უწყებასთან ამ განაცხადმა დამატებითი კითხვები გაუჩინა. ხელისუფლების ოპონენტები ცდილობენ დააზუსტონ ვისი მისამართითი იყო ნათქვამი ეს ფრაზა, მაშინ, როდესაც თავდაცვის კოდექსში რუსეთი საფრთხედ არ არის მოხსენიებული და თავად მინისტრიც გაურბის ოკუპანტზე საუბარს.