ღაზის საავადმყოფოში აფეთქების გამო არაერთ ქვეყანაში საპროტესტო აქციები გაიმართა

გამოქვეყნდა:

ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის რამდენიმე ქვეყანაში საპროტესტო აქციები გაიმართა მას შემდეგ, რაც ღაზის საავადმყოფოში აფეთქებას ასობით ადამიანი ემსხვერპლა.

პალესტინელმა ოფიციალურმა პირებმა აფეთქებაში ისრაელი დაადანაშაულეს და განაცხადეს, რომ დაღუპულია სულ მცირე 500 ადამიანი. ისრაელი პასუხისმგებლობას უარყოფს და ამბობს, რომ დაზვერვის ვარაუდით აფეთქება დაჯგუფება "ისლამური ჯიჰადის" წარუმატებელმა რაკეტამ გამოიწვია. 

იორდანიაში, დედაქალაქ ამანის ქუჩებში ასობით დემონსტრანტი გამოვიდა. ჯგუფი შეიკრიბა ისრაელის საელჩოს მახლობალად, ისინი შენობასთან მიღწევას ცდილობდნენ, ადგილზე უსაფრთხოების ძალები იყვნენ მობილიზებულები. იორდანიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ასევე იტყობინება მომიტინგეების მცდელობის შესახებ საელჩოსთან მისვლაზე, იორდანიის უშიშროების ძალებმა გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი დედაქალაქში ხალხის დასაშლელად, განუცხადა ორმა აქტივისტმა CNN-ს. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ისრაელის საელჩოსთან თითქმის ყოველდღიურად იმართებოდა საპროტესტო აქციები.

ლიბანში ასობით მომიტინგე შეიკრიბა მოედანზე, რომელიც მიდის აშშ-ის საელჩოსკენ, CNN-ის გუნდი იტყობინება, რომ ხალხი ცდილობდა უსაფრთხოების ბარიერების გარღვევას.

ერაყში, ბაღდადის ქუჩებში ასობით ადამიანი გამოვიდა, ისინი ისრაელის საწინააღმდეგო ლოზუნგებს სკანდირებდნენ. უსაფრთხოების მაღალჩინოსნებმა განუცხადეს CNN-ს, რომ ათობით მომიტინგე ცდილობდა ხიდის გადაკვეთას, რომელიც მწვანე ზონამდე მიდის, მაგრამ უსაფრთხოების ძალებმა მათ ხელი შეუშალეს. ტერიტორიაზე განთავსებულია ერაყის მთავრობის ოფისები და რამდენიმე საელჩო, მათ შორის აშშ-ის.

ირანში, თეირანში საპროტესტო აქციები გაიმართა საფრანგეთისა და ბრიტანეთის საელჩოებთან. დემონსტრანტები სკანდირებდნენ "სიკვდილი საფრანგეთს, ინგლისს, ამერიკას და სიონისტებს". აქციები გაიმართა სხვა ქალაქებშიც, მათ შორის ისპაანსა და ყუმში.

ტუნისი - სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TAP იტყობინება, რომ რამდენიმე რაიონში ასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩებში "პალესტინელ ხალხთან სოლიდარობის ნიშნად" და "ისრაელის აგრესიის" წინააღმდეგ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი