IDF აცხადებს, რომ ჰუმანიტარული ზონა შეიქმნება სამხრეთ-დასავლეთ ღაზაში

გამოქვეყნდა:

ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ სამხრეთ ღაზის ტერიტორიაზე ჰუმანიტარული ზონა შეიქმნება, სადაც საერთაშორისო დახმარება იქნება უზრუნველყოფილი. გადაწყვეტილება ეგვიპტესთან და აშშ-სთან რამდენიმედღიანი მოლაპარაკებების შემდეგ მიიღეს.

IDF აცხადებს, რომ პალესტინელები უნდა წავიდნენ ჰუმანიტარულ ზონაში ალ-მავასის რაიონში, ხან იუნისთან ახლოს, სადაც "საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარება იქნება უზრუნველყოფილი საჭიროებისამებრ". 

თავდაცვის ძალებმა ასევე განაახლეს მოწოდება ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში მყოფი მოქალაქეებისადმი, რომ ევაკუაცია განახორციელონ სამხრეთით, რადგან ტერიტორიაზე შეტევა იგეგმება.

ეს ასევე ხდება მას შემდეგ, რაც ღაზის სექტორში, ალ-აჰლის საავადმყოფოში მომხდარ აფეთქებას ასობით ადამიანი ემსხვერპლა. პალესტინური მხარის ცნობით, დაღუპულია სულ მცირე 500 ადამიანი. "ჰამასმა" მომხდარში ისრაელი დაადანაშაულა, ისრაელი აცხადებს, რომ დაზვერვის ვარაუდით, აფეთქება დაჯგუფება "ისლამური ჯიჰადის" რაკეტამ გამოიწვია. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი