"სტრატეგია აღმაშენებელი" იმპიჩმენტის არც კენჭისყრაში და არც დებატებში მონაწილეობას არ მიიღებს | მანჯგალაძე

გამოქვეყნდა:

"სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატი, პაატა მანჯგალაძე პარტიის სახელით აცხადებს, რომ ისინი პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის არც კენჭისყრაში და არც დებატებში მონაწილეობას არ მიიღებენ. სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული.

პარტიას პარლამენტში ორი დეპუტატი ჰყავს - პაატა მანჯგალაძე და გიორგი ვაშაძე. მანჯგალაძემ თქვა, რომ მისი ინფორმაციით, არც ჯგუფში შემავალი დეპუტატები - ხათუნა სამნიძე, თეონა აქუბარდია და ტარიელ ნაკაიძე აპირებენ კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღონ.

"ჩვენ თავიდანვე გვქონდა პოზიცია, რომ კენჭისყრაში და ამ ფარსში მონაწილეობას არ მივიღებდით, რაც შეეხება დებატებს, საბოლოო პოზიცია არის ჩამოყალიბებული, ჩვენ არც დებატებში არ მივიღებთ მონაწილეობას, ვსაუბრობ "სტრატეგია აღმაშენებლის" სახელით, რაც შეეხება ჯგუფს, ჩვენი ჯგუფის ცალკეული წევრი თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას, "სტრატეგია აღმაშენებელი" კიდევ ერთხელ ვამბობ, არც კენჭისყრაში და არც დებატებში მონაწილეობას არ მიიღებს", - თქვა მანჯგალაძემ

ცნობილია, რომ პროცესში მონაწილეობას არ მიიღებენ "ნაციონალური მოძრაობა" და პარტია "საქართველოსთვის". 

იმპიჩმენტზე კენჭისყრა ფარულია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი