"საქართველოსთვის" წევრები იმპიჩმენტის საკითხის განხილვაში და კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ ბექა ლილუაშვილმა "მთავარ არხთან საუბრის დროს განაცხადა.
მისი თქმით, "ქართულ ოცნებას" შანსს არ მისცემენ, რომ მათი რეგისტრაციები ბოროტად გამოიყენოს.
"ეს არის ისტორიული პროცესი და, რა თქმა უნდა, ამას აქვს თავისი მიზანი და ამოცანები. პირველი და მთავარი მიზანი, ეს არის პრეზიდენტის ინსტიტუტის სრულად დაქვემდებარება. მეორე მიზანი არის, და მათ ეს წინმსწრებად იცოდნენ, არის დაზიანება ქვეყნის ევროპული მომავლის, მათ შორის თითოეული მოქალაქისათვის კეთილდღეობის შანსების წართმევა. ჩვენ თუ სწრაფად არ მივიღეთ სტატუსი და არ გავხდით ევროკავშირის წევრი უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად, ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ მოსახლეობას წაართვა შანსი კეთილდღეობის და კარგი ცხოვრების. არაფერი არ არის გამორიცხული, პასუხისმგებლობას ვერავისზე ავიღებ ჩემი გუდის გარდა. სწორედ ამიტომ, ჩვენ პროცესში მონაწილეობას საერთოდ არ ვიღებთ მიუხედავად იმისა, რომ სწორი პოზიცია, სახელმწიფოებრივი პოზიცია არის, რომ შევიდეთ და წითელ ღილაკს დავაჭიროთ ხელი, მაგრამ პრეზიდენტის ინსტიტუტის პატივისცემისა და პრეზიდენტის თხოვნის გამო, ჩვენ ამ პროცესში მონაწილეობას საერთოდ არ მივიღებთ, არც განხილვის ნაწილში ვიქნებით, არც - კენჭისყრის. არც მივცემთ შანსს "ქართულ ოცნებას", რომ ჩვენი რეგისტრაციები ბოროტად გამოიყენოს. შეიძლება რეგისტრაცია გავიაროთ განხილვის მიზნით და შემდეგ ხმის მიცემა დამიფიქსირონ. საერთოდ არ მივცემთ არანაირ შანსს, ყველანაირად ხელს შევუშლით, რომ 100 ხმა შეკრან", - აცხადებს ბექა ლილუაშვილი.
პრეზიდენტის იმპიჩმენტის განხილვა და კენჭისყრა პარლამენტში რამდენიმე წუთში დაიწყება.