პრეზიდენტს სურს მარტო დარჩეს განხილვისა და კენჭისყრის დროს, ანგარიში უნდა გავუწიოთ | დეკანოიძე

გამოქვეყნდა:

საპარლამენტო ჯგუფ "ევროოპტიმისტების" წარმომადგენელი, ხატია დეკანოიძე პარლამენტში იმპიჩმენტის საკითხის განხილვაში ოპოზიციის მონაწილეობის წინააღმდეგია, თუმცა ამბობს, რომ დეპუტატებს შორის ამ საკითხზე კონსენსუსი არ არსებობს.

"პრეზიდენტს სურს, რომ მარტო დარჩეს სასესიო დარბაზში. ეს არის მისი სურვილი, მათ შორის განხილვების დროს, მათ შორის კენჭისყრის დროს, რა თქმა უნდა. მას უნდა, რომ "ქართული ოცნების" ამ სამარცხვინო გადაწყვეტილებას, რაც გულისხმობს პრეზიდენტის იმპიჩმენტის მოწყობა იმის გამო, რომ მაკრონს შეხვდა, იმის გამო, რომ შოლცს შეხვდა, თვლის, რომ ეს მარტო დარჩენა გაცილებით სამარცხვინო იქნება ქართული ოცნებისთვის. სწორედ ამიტომ მე ვფიქრობ, რომ მის ამ გადაწყვეტილებას და ამ სურვილს ჩვენ ანგარიში უნდა გავუწიოთ, თუმცა, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ერთსულოვნება არ არის დარბაზში ამასთან დაკავშირებით. ამიტომ ვფიქრობ, რომ სანამ სხდომა დაიწყება, მნიშვნელოვანია ყველა ოპოზიციის ჯგუფის დამოკიდებულება ვიცოდეთ", - ამბობს დეკანოიძე "მთავარ არხთან".

განხილვაში მონაწილეობას არ გეგმავენ "ნაციონალური მოძრაობის", "სტრატეგია აღმაშენებლისა" და "საქართველოსთვის" წარმომადგენლები. კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებენ "საქართველოსთვს" წევრები, ასევე "ლელო".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი