იმპიჩმენტს ხმას არ მივცემთ, როგორ განვითარდება მოვლენები დარბაზში, ვნახავთ | ნაცვლიშვილი

გამოქვეყნდა:

"ლელო" პრეზიდენტის იმპიჩმენტს პარლამენტში მხარს არ დაუჭერს. დეპუტატ ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, იმპიჩმენტი "ოცნებამ" წამოიწყო ევროპული გზის საბოტაჟისთვის და ეს "რუსული ამოცანის" შესრულებაა. 

მისი თქმით, მიაჩნია, რომ კენჭისყრის პროცესში პრეზიდენტის თხოვნა უნდა გაითვალისწინონ, რაც შეეხება დებატებს, ცოცხალი პროცესია და სიტუაციის მიხედვით მიიღებენ გადაწყვეტილებას.

"ლელოს პოზიცია არის ის, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტი ქართულმა ოცნებამ წამოიწყო საქართველოს ევროპული გზის საბოტირებისთვის, ეს არის რუსული ამოცანის შესრულება და მას ასრულებს "ქართული ოცნება" საკონსტიტუციო სასამართლოს და ახლა უკვე აპირებს გააგრძელოს საკუთარი დეპუტაციის ხელით. [...] ჩვენი მიზანი არის საქართველოს სამსახური, აქედან გამომდინარე, ჩვენ ამ იმპიჩმენტს მხარს არ დავუჭერთ, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი ნაბიჯი. რაც შეეხება როგორ განვითარდება მოვლენები დარბაზში, ალბათ ვნახავთ ყველა", - თქვა ანა ნაცვლიშვილმა.

კენჭისყრაში მონაწილეობას არ აპირებენ - "ნაციონალური მოძრაობა", "საქართველოსთვის", "სტრატეგია აღმაშენებელი", "მოქალაქეები", "ევროოპტიმისტები".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი