პრეზიდენტი პარლამენტში მივიდა

გამოქვეყნდა:

პრეზიდენტი უკვე პარლამენტშია. საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელთან მას პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი დახვდა.

სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს შემდეგ იმპიჩმენტის პროცესი პარლამენტში ინაცვლებს.

სავარაუდოდ დღეს, დღის ბოლომდე გაირკვევა, შეძლებს თუ არა ხელისუფლება გადააყენოს თანამდებობიდან მისივე რჩეული პრეზიდენტი, რომელსაც კონსტიტუციის დარღვევაში სდებს ბრალს.

მოთხოვნის მიუხედავად, პარლამენტმა უარი თქვა სხდომაზე მიეწვია საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენლები.

საპარლამენტო ოპოზიციის დიდი ნაწილი კენჭისყრაზე დასწრებას არ აპირებს, იქამდე კი საკანონმდებლო ორგანოში დებატები გაიმართება.

მმართველ პარტიას პრეზიდენტის გადასაყენებლად 11 ხმა სჭირდება და ამ დროისათვის ამ ხმებს ვერ აგროვებს. "ოცნებას" სულ 89 ხმა აქვს, მათ შორის, 85 თავისი, ხოლო დანარჩენი მისივე დანაყოფების - ფრიდონ ინჯიას პარტიისა და "ხალხის ძალის".
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი