ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრეზიდენტი რომელიც ერთიანობის გარანტი უნდა იყოს, დაპირისპირებულია ქვეყნის ყველა საკონსტიტუციო ორგანოსთან. კობახიძის თქმით, ეს არის:
"საქართველოს პარლამენტი ,ხალხის მიერ არჩეული ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრაზე, ეს არის მთავარი კონსტიტუციური ინსტიტუტი და მასთან არის დაპირისპირებული პრეზიდენტი, ეს არის საქართველოს მთავრობა, ეს არის სასამართლო ხელისუფლება და თქვენ იცით, რომ ქალბატონი ზურაბიშვილი პირდაპირ არის მიერთებული ზოგიერთი ენჯეოს მიერ წარმოებულ კამპანიას ე.წ. კლანის თაობაზე. და ახლა უკვე, ეს არის საკონსტიტუციო სასამართლო, რომელსაც ის ორი დღის წინ ძალიან უხეშად დაუპირისპირდა, თავს დაესხა მხოლოდ იმის გამო, რომ მან ამოხსნა უმარტივესი სამართლებრივი კაზუსი. ის ასევე დაპირისპირდა სახალხო დამცველს, რომელსაც ლეგიტიმაცია დაუწუნა, 90- ზე მეტი ხმით არჩეულ სახალხო დამცველს და 2 დღის წინ მიმართვისას განაცხადა, რომ საქართველოში პრეზიდენტი ყოფილა ერთადერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტი. ეს რაზე მეტყველებს თავად შეგიძლიათ იმსჯელოთ. სიმბოლურად მას ეწოდება ერთიანობის გარანტი და დაპირისპირებულია ამ ქვეყანაში მოქმედ ყველა კონსტიტუციურ ინსტიტუტთან. როგორ შეიძლება ამის შემდეგ სალომე ზურაბიშვილი კიდევ იკავებდეს პრეზიდენტს თანამდებობას?" ამბობს კობახიძე
"პატარა კაცებზე" გაკეთებულმა განცხადებამ კობახიძის გაღიზიანება გამოიწვია და პრეზიდენტი მორიგ ჯერზე უზრდელობაში დაადანაშაულა - "ის სულ უფრო ხშირად არღვევს ეთიკის წესებს და აკეთებს განცხადებებს, რომელიც ზრდილობას არის გაცდენილი"- თქვა კობახიძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.