რა იქნება მომავალში? ვერ გეტყვით - სალომე ზურაბიშვილი კვლავაც განაგრძობს კონსტიტუციის დარღვევას? ალბათ განაგრძობს, რა შეუშლის ხელს. აქამდეც იცოდა, რომ კონსტიტუციას უხეშად არღვევდა, თვითონ აქვს აღიარებული, ხვალაც წავა დაარღვევს. რა შეუშლის ხელს. ნაცმოძრაობის იმედი კვლავაც აქვს, ერთადერთი რისი იმედიც შეიძლება არ ჰქონდეს არის პროკურატურა, სისხლის სამართლებრივი გამოძიება. სამართლებრივად უცბად გამიჭირდება პასუხის გაცემა, მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფონზე, სამომავლო კონსტიტუციის დარღვევა შეიძლება უკვე იძენდეს სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნებს...მას აღარ აქვს მუხრუჭი და ეს არის მიზეზი რატომაც არ იმსახურებს პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნას...სამწუხაროდ ის დავიდა საქართველოს პრეზიდენტობიდან ნაცმოძრაობის პრეზიდენტობამდე, სალომე ზურაბიშვილობიდან, სალომე სამადაშვილობამდე.
თქვა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურაზე