
რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალები შავ ზღვაზე მუდმივ პატრულირებას იწყებენ - განაცხადება ამის შესახებ პუტინმა, ჩინეთში ვიზიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
"ჩემი დავალებით, რუსეთის სამხედრო კოსმოსური ძალები იწყებენ მუდმივ პატრულირებას შავი ზღვის საჰაერო სივრცის ნეიტრალურ ზონაში და ჩვენი МиГ-31-ები შეიარაღებული იქნება კინჟალის კომპლექსებით", - თქვა აგრესორმა.
პუტინი ამბობს, რომ "რუსეთის ქმედებები საფრთხეს არ წარმოადგენს".
ცნობისთვის, კინჟალის დაფარვის მანძილი 1000-ს კილომეტრს აღემატება.