"მე არ ვიცი რად გიღირთ ასეთი პრეზიდენტობა, როდესაც მუდმივად გიწევთ გახვიდეთ ზრდილობის ფარგლებს მიღმა. ეს იძულებაა მისთვის მე რასაც ვუყურებ, როდესაც მუდმივად გიწევთ სახელმწიფოზე თავდასხმა, როდესაც ღიად გიწევთ რევოლუციური პროცესების მხარდაჭერა. რად გიღირთ ასეთი პრეზიდენტობა მე არ ვიცი. აქ დღეს იყო ლიტერატურიდან ფრაზები გახსენებულია. ერთი ფრაზა მეც მინდა გავხსენო - რას დაგამსგავსათ მამაძაღლმა სეთურმა? დაგამსგავსათ რიგით ნაციონალს. ეს არის რეალურად პასუხი"
თქვა ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურაზე, დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას.