ვერსალის სასახლეში კვლავ ევაკუაცია გამოცხადდა

გამოქვეყნდა:

ნაღმის არსებობის შესახებ შეტყობინების გამო ვერსალის სასახლეში კვლავ ევაკუაცია გამოცხადდა. ეს მიმდინარე კვირაში უკვე მესამე შემთხვევაა. 

"უსაფრთხოების მიზნით, ვერსალის სასახლე ახორციელებს ვიზიტორების ევაკუაციას", - ნათქვამია სასახლის ადმინისტრაციის გავრცელებულ განცხადებაში.

დღესვე, საფრანგეთის ექვსმა აეროპორტმა მიიღო ანონიმური შეტყობინება ასაფეთქებელი ნივთიერების შესახებ. განგაშის სიგნალი ლილის, ლიონ-ბრონის, ნიცას, ნანტის, ტულუზისა და ბოვეს აეროპორტებში გაისმა. 

საფრანგეთში თავდასხმის საფრთხის გამო გაფრთხილებისა და თავდაცვის სისტემის უმაღლესი დონე ამოქმედდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი