რუსეთმა ბირთვული იარაღი წმინდა სერაფიმე საროველის მფარველობით შექმნა | პატრიარქი კირილი

გამოქვეყნდა:

რუსეთის პატრიარქმა კირილმა ბირთვული ცენტრის ხელმძღვანელ რადი ილკაევს წმინდა სერგი რადონეჟელის I ხარისხის ორდენი გადასცა და აღნიშნა, რომ რუსეთი დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას "წმინდა სერაფიმე საროველის მფარველობით შექმნილი" ბირთვული იარაღით ინარჩუნებს. 

"რადი ივანოვიჩი არის, თამამად ვიტყოდი, დიდი რუსი მეცნიერი. ის ხელმძღვანელობს კურჩატოვის მიერ შექმნილ ბირთვულ ცენტრს. რომ არა კურჩატოვის, რადი ივანოვიჩის, მათი კოლეგების, მათი ძმების მუშაობა, ძნელი სათქმელია, იარსებებდა თუ არა ჩვენი ქვეყანა, მათ შექმნეს იარაღი წმინდა სერაფიმ საროველის მფარველობით, რადგან ღვთის უთქმელი განგებულების თანახმად, ეს იარაღი წმინდა სერაფიმეს მონასტერში შეიქმნა", - განაცხადა რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი