
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და ნორვეგიის პრემიერი იონას გაჰრ შტორე უსაფრთხოების გარანტიების შესახებ მოლაპარაკების დაწყებაზე შეთანხმდნენ.
"შევთანხმდით, დავიწყოთ მოლაპარაკებები უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ორმხრივ დოკუმენტზე, რომელიც ეფუძნება G7 ვილნიუსის დეკლარაციას", - დაწერა ზელენსკიმ სოციალურ ქსელში სატელეფონო საუბრის შემდეგ.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, მან მადლობა გადაუხადა ნორვეგიის პრემიერს ბოლო სამხედრო დახმარების პაკეტისთვის და გრძელვადიანი მხარდაჭერისთვის.
ორი ქვეყნის ლიდერებს შორის საუბრის თემები ასევე იყო ვითარება ფრონტზე, უკრაინის თავდაცვის საჭიროებები, საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობები კრიტიკული ინფრასტრუქტურისა და მარცვლეულის დასაცავად და ახლო აღმოსავლეთში ესკალაცია.