თქვენ მარტო არ ხართ... ჩემთვის, როგორც ამერიკის პრეზიდენტისთვის, არ არსებობს უფრო მაღალი პრიორიტეტი, ვიდრე ყველა მძევლის გათავისუფლება | ბაიდენი ისრაელს

გამოქვეყნდა:

„თქვენ მარტო არ ხართ“, - ამ სიტყვებით მიმართა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენი ისრაელს და მის მოსახლეობას თელ-ავივში გამართულ ბრიფინგზე. ბაიდენი ჰამასის მიერ ჩადენილ სისასტიკეს "ისლამური სახელმწიფოს" ქმედებებს ადარებს:

„გაუპატიურება, თავების მოკვეთა, ცოცხლად დამწვარი სხეულები - ჰამასმა ჩაიდინა სისასტიკეები, რომლებიც გვახსენებს ISIS-ის." თქვა ბაიდენმა.

მან 7 ოქტომბრის თავდასხმა ჰოლოკოსტს შეადარა - "მსოფლიო მაშინ უყურებდა და არაფერს აკეთებდა... ჩვენ ასე არ მოვიქცევით არც დღეს, არც ხვალ, არც არასდროს. ჩემთვის, როგორც ამერიკის პრეზიდენტისთვის, არ არსებობს უფრო მაღალი პრიორიტეტი, ვიდრე ყველა მძევლის გათავისუფლება და უსაფრთხო დაბრუნებაა”, - ამბობს ის.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტი ისრაელში დღეს ჩავიდა. ის პრემიერ ნეთანიაჰუსა და ე.წ. ომის კაბინეტს შეხვდა და მხარდაჭერა გამოუცხადა ტერორისტებთან ბრძოლაში.

ბაიდენი გამოეხმაურა ღაზას საავადმყოფოს დაბომბვასაც და აღნიშნა, რომ ეს ისრაელს არ ჩაუდენია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი