"ქართული ოცნების" ნამდვილი სახე. იმპიჩმენტის კენჭისყრის პროცედურა დღეს მმართველი პარტიის მორალურ ლუსტრაციად იქცა. უმრავლესობის წევრების უმრავლესობა დარბაზში იქცეოდა სწორედ ისე, როგორც პრეზიდენტმა იწინასწარმეტყველა - პატარა კაცებივით. პოლიტიკური დაპირისპირება "ქართული ოცნების" დეპუტატებმა ადამიანურ ზიზღში გადაზარდეს და ყველა შესაძლებლობას იყენებდნენ ამის დემონსტრირებისთვის.
"ქართული ოცნების" წევრები მათივე არჩეული პრეზიდენტის დარბაზში შესვლისას ფეხზე არ ადგნენ, დემონსტრაციულად ზურგი შეაქციეს, ღიად დასცინოდნენ მას და სიტყვით გამოსვლისას დარბაზი დატოვეს. საბოლოოდ, სამარცხვინო პოლიტიკური პროცესი "ქართულმა ოცნებამ" უღირსად დაასრულა და დაადასტურა, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის მცდელობა საქართველოს ისტორიაში უღირს ფაქტად დარჩება.