მმართველმა პარტიამ ზურაბიშვილის გადაყენება ვერ მოახერხა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის მოქმედი მთავარსარდალი, პრეზიდენტი ვადის ამოწურვამდე იქნება. თუმცა "ოცნების" მიერ განხორციელებული ცვლილებების შედეგად, სალომე ზურაბიშვილი ხალხის მიერ არჩეული ბოლო პრეზიდენტია. ამიერიდან სახელმწიფო მეთაურს კი არ აარჩევენ, არამედ დანიშნავენ. მმართველი პარტია ერთპიროვნულად მისთვის სასურველ პირს დაამტკიცებს და პრეზიდენტის სავარძელს უბოძებს, რადგან ახალი წესის მიხედვით პრეზიდენტს 300-კაციანი კოლეგია დაამტკიცებს, რომლის უმრავლესობაშიც "ქართული ოცნებაა".