"არასრულწლოვანი ბრალდებულის ადვოკატის განცხადება სიცრუეა" - პენიტენციური სამსახური

გამოქვეყნდა:

სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს, რომლითაც შაქარაშვილის საქმეში ერთ-ერთი არასრულწლოვანის ადვოკატს ეხმაურება.

განცხადებაში წერია, რომ ადვოკატის ნათქვამი, თითქოს, არასრულწლოვან ბრალდებულებს ლ.შ.-ს და ზ.ხ.-ს პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციამ ტელევიზორები დასჯის მიზნით ჩამოართვა იმის გამო, რომ მათ შიმშილობა გამოაცხადეს, სიცრუეა.

განცხადებაში განმარტავენ, რომ ტელევიზორი, რომელიც ბრალდებულებს ჩამოართვეს მათი თანამოსაკნეების საკუთრება იყო. მას შემდეგ კი რაც ბრალდებულებმა შიმშილობა გამოაცხადეს უბრალოდ სხვა პატიმრებისგან განაცალკევეს.

"მთავარი" სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებას  უცვლელად გთავაზობთ.

შეგახსენებთ, დაკავებულების ადვოკატები, ამბობენ, რომ შიმშილობის გამოცხადების შემდეგ, არასრულწლოვნების წინააღმდეგ სადამსჯელო სანქციები ამოქმედდა და მათ საკანში ტელევიზორები ჩამოართვეს - უფლებამდაცველები, იუსტიციის მინისტრსა და სახალხო დამცველს მიმართვენ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი