ისრაელის თემაზე მსოფლიო მედია დღეს ორ უმნიშვნელოვანეს ფაქტზე მსჯელობდა. პრეზიდენტ ბაიდენის ვიზიტი ქვეყანაში და უპრეცედენტო მხარდაჭერის პირობა და ღაზაში საავადმყოფოს დაბომბვის ისტორია, რომელიც სულ რამდენიმე საათში სრულიად საპირისპიროდ შეიცვალა.
ჯო ბაიდენის სიტყვებმა დღეს მთელი მსოფლიო და მათ შორის არაბული სამყარო, კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ ახლო აღმოსავლეთში მთავარი მოკავშირის დასაცავად შეერთებული შტატები უკიდურეს ზომებზეა წამსვლელი. და ეს განაცხადი კიდევ უფრო დამაჯერებლად ჟღერდა იმ ფონზე, რომ ფაქტობრივად ვიდეო მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ საავადმყოფოს აფეთქება ღაზაში ჰამასის დანაშაულია.