
Netflix ყოველთვიური მომსახურების საფასურს ზრდის - ამის შესახებ Financial Times წერს და განმარტავს, რომ სტრიმინგ-სერვისის გამოყენება შეერთებულ შტატებში, დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთში გაძვირდება. მათივე ინფორმაციით, კომპანიამ გაძვირების გადაწყვეტილება აქციების ზრდის პარალელურად მიიღო.
გამოცემის ცნობით, აშშ-ში ყოველთვიური გადასახადი 2$-ით გაიზრდება და 11,99$ იქნება, პრემიუმ გამოწერის ფასი კი 3$-ით, 22,99$-მდე მოიმატებს.
დიდ ბრიტანეთში Netflix-ის ფასი 1 ფუნტით გაიზრდება და 7,99 ფუნტი იქნება, პრემიუმ წევრობის ღირებულება კი 2 ფუნტით მოიმატებს და 17,99 ფუნტი იქნება.
გამოცემა არ აკონკრეტებს რა ფასები ექნება Netflix-ის წევრობას საფრანგეთში.
ცნობილია, რომ Netflix-მა კვარტალი 247 მილიონი გამომწერით დაასრულა, რაც 1წინა წელთან შედარებით 1 პროცენტით მეტია.