IDF აცხადებს, რომ ლიკვიდირებულია ღაზის სახალხო წინააღმდეგობის კომიტეტების სამხედრო ფრთის ხელმძღვანელი

გამოქვეყნდა:

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, გასულ ღამეს "ჰამასის" ასობით ინფრასტრუქტურული ობიექტი გაანადგურეს.

IDF-მა განაცხადა, რომ ის აგრძელებს თავდასხმებს ღაზის სექტორზე. უწყების ცნობით, განადგურდა ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების გაშვების ადგილები, გვირაბის შახტები, სადაზვერვო ინფრასტრუქტურა, ოპერატიული შტაბი და სხვა შტაბები.

ისრაელის თავდაცვის ძალები ასევე აცხადებს, რომ "ასევე ათზე მეტი ტერორისტი იქნა ლიკვიდირებული". 

IDF ამბობს, რომ ლიკვიდირებულია ღაზის "სახალხო წინააღმდეგობის კომიტეტების" ტერორისტული ჯგუფის სამხედრო ფრთის ხელმძღვანელი - რაფატ აბუ ჰილალი. უწყების ცნობით, საჰაერო თავდასხმა განახორციელეს რაფაში, ღაზის სამხრეთში.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი