
გერმანიის კანცლერი ცინიკურს უწოდებს პუტინის განცხადებებს ჰამასის წინააღმდეგ ისრაელის ომთან დაკავშირებით, როცა რუსეთის პრეზიდენტი მსხვერპლზე საუბრობს:
"აღშფოთებული ვარ, როცა მესმის, რომ რუსეთის პრეზიდენტი ყველას აფრთხილებს, რომ სამხედრო დაპირისპირებისას შეიძლება იყოს მსხვერპლი, სამოქალაქო მსხვერპლი. ამაზე მეტად ცინიკური არაფერია", - თქვა შოლცმა სიტყვით გამოსვლისას გერმანიის პარლამენტში.
შეგახსენებთ, აგრესორი პუტინი გუშინ, ღაზას საავადმყოფოს დაბომბვამ "აღაშფოთა" და კატასტროფა უწოდა.